ცესკოს თავმჯდომარისა და საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ორი წევრის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა ცნობილია. ის 11 წევრისგან შედგება აქედან 5 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, ხოლო 6 პროფესორები სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.
სამ წევრი ტექნიკური უნივერსიტეტიდანაა. ჯერ უცნობია, რატომ მოხდა კომისიის ასე დაკომპლექტება, რადგან თავიდან არსებობდა მოლოდინი, რომ უნივერსიტეტებს შორის 3 კერძო იქნებოდა, 3 კი სახელმწიფო.
კომისიის წევრების ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის კომისიებში მონაწილეობის გამოცდილება საერთოდ არ აქვს.
"საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დამასახელა მე, ასეთ, ამ სახის კომისიაში არ მიმუშავია, ტყუილს ვერ გეტყვით", - თქვა სტუ-სდან წარდგენილმა, სოფიო მიდელაშვილმა.
არასამთავრობო სექტორისთვის გაუგებარია რა პრინციპით შეირჩნენ უნივერსიტეტბის წარმომადგენლები, ისინი აპირებენ, რომ პროცესების განვითარებას დააკვირდნენ.
კომისიის თავმჯდომარეობის მსურველებს 6 ივლისის საღამოს 6 საათამდე აქვთ ვადა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარადგინონ. კანდიდატების განხილვა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება. კომისიას მაქსიმუმ 3 კანდიდატის მხარდაჭერა შეუძლია.
ამავე თემაზე:
გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ორ ვაკანტურ თანამდებობაზე - პრეზიდენტის განკარგულება