"როდესაც შემოვა "ასტრაზენეკას" ძირითადი დოზები, ვისაც დასჭირდება მეორე დოზა, აიცრება", - ასეთ განცხადებას აკეთებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, "ასტრაზენეკას" ვაქცინის დამატებითი დოზები "ამ დღეებში" შემოვა, მაგრამ ზუსტად არ იცის, როდის:
"გაგრძელდება აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით, ამ დღეებში შემოვა "ასტრაზენეკას" დამატებითი დოზები, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და ყველა ადამიანი, რომელსაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის აიცრება", - ამბობს ამირან გამყრელიძე.
იხილეთ ასევე: