თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პაციენტს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ინფორმაცია "მთავარს" კლინიკის დირექტორმა ლადო კეპულაძემ დაუდასტურა.
კეპულაძის ინფორმაციით, პაციენტი ცენტრში საეჭვო სიმპტომებით შეიყვანეს, თუმდა, COVID 19 არ დაუდასტურდა. როგორც კლინიკის დირექტორი განმარტავს, ცხელების ცენტრის დატოვებისას, დაცვამ დააფიქსირა, რომ პაციენტს სუბოტექსის აბები და მარიხუანას რამდენიმე პაკეტი ჰქონდა.
ნამდვილად მოხდა ასეთი შემთხვევა. პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა, გაწერისას დაცვამ შენიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა. პირადად, მე სუბოტექსი არ დამითვლია, თუმცა, პოლიციამ განაცხადა, რომ 55 აბი არისო და ასევე ჰქონდა მარიხუანა, - განაცხადა კეპულაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო.