ბადრი გავაშელიშვილი, რომელსაც "მთავარმა არხმა" ფეხბურთის თამაშისას მიაგნო, ამბობს, რომ ცუდად იყო, ახლა ფორმაში მოდის და ექიმმა ფეხბურთის თამაშის ნება დღეს დართო.
გავაშელიშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ გიგი უგულავამ სცემა, უკვე ორი სხდომაა სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ მიდის.
"ცუდად ვარ და ცოტა მოვდივარ ფორმაში, დღეს დამრთო ექიმმა ნებართვა, რომ მეთამაშა. აქ რა გინდათ საერთოდ, სტადიონზე ხალხს რომ აწუხებთ ვერ ხვდებით? წადით ახლა აქედან... - ამბობს ბადრი გავაშელიშვილი.
გიგი უგულავა და მისი ადვოკატი დარწმუნებული არიან, რომ გავაშელიშვილი სასამართლოში მიზანმიმართულად არ მიდის, რადგან რ სურს კიდევ ერთხელ გაიმეოროს, რომ სპორტსმენი და ევროპის ჩემპიონი სცემეს.