ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება შსს-მ ორი მუხლით დაიწყო.

საქმე აღიძრა კომპიუტერული მონაცემის, ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, booking.moh.gov.ge კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც რეგისტრაციის პორტალი არ მუშაობს.

რეგისტრაცია მასობრივი ვაქცინაციისთვის დღეს უნდა დაწყებულიყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი