კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ხვალიდან იხსნება

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვები მარტივდება. ორშაბათიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები იხსნება.

სილამაზის სალონებს გარკვეული პრევენციული ღონისძიებების გატარების შემდეგ შეეძლებათ მოქალაქეების მიღება, როგორიცაა უსაფრთხოებისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარის შეძენა. სალონების მფლობელებს ხარჯი ეზრდებათ, რის გამოც ფასის მატებას აანონსებენ.

ძალიან დიდი პროდუქტის შეძენა გვიწევს დამატებით, ვიდრე აქამდე იყო, ყველაფერი გაძვირდა, გაორმაგდა და გასამმაგდა, შესაბამისად, გაიზრდება მომსახურების ფასი, ჩვენს სალონში 10-დან 20 %-მდე გაიზრდება მომსახურების საფასური, - ამბობს ერთ-ერთი სალონის წარმომადგენელი.

სალონების ნაწილი ქვეყანაში არსებული რეგულაციების და კრიზისის გამო იკეტება და მუშაობას ვერ აგრძელებენ.

გარდა ამისა, სამ კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა იხსნება, თუმცა ძალაში რჩება მანქანით გადაადგილების დროს დაწესებული აკრძალვა.

უკვე ხვალიდან, მოქალაქეებს, ვისაც მართვის მოწმობის აღება სურთ და თეორიული გამოცდა ჩაბარებული აქვთ, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი