თბილისი პრაიდის აკრძალვის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შევიდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისი პრაიდის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შევიდა. ცნობილი ხდება, რომ სარჩელი ბავშვების სახელითაა შესული და ის პრაიდის დღის საათებში, ბავშვებისთვის ხელმოსაწვდომ ადგილებში აკრძალვას ითვალისწინებს. 

მოსარჩელე ბავშვთა კონვენციასა და ბავშვების შესახებ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ეყრდნობა. ამბობს, რომ საქართველოში ბავშვის ინტერესი უფრო მაღალია, ვიდრე გამოხატვის თავისუფლება. 

სარჩელი სასამართლოში 29 ივნისს შევიდა და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იყო პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების აკრძალვა. სარჩელი თავდაპირველად სასამართლომ დაახარვეზა,მ თუმცა ის ახლა ისევ სამართალწარმოებაშია ჩაშვებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი