ტყიბულში 200-მდე მეშახტე მეორე დღეა გაფიცულია. ამ დროისთვის მეშახტეთა ქალაქში სამი ობიექტია გაჩერებული. გაფიცულები ხელფასის ფიქსირებულად გაზრდას მოითხოვენ და ბონუსებზე უარს აცხადებენ.
პროტესტის მონაწილეების თქმით, არსებული კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია, ამიტომ მუშაობას არ გააგრძელებენ მან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ადმინისტრაციაში კი მეშახტეების პროტესტს გმობენ და აცხადებენ, რომ მუშაობაზე უარის თქმა ზიანს აყენებს საწარმოს და გაფიცულებს კონსტრუქციული დიალოგისაკენ მოუწოდებენ.
ამავე თემაზე: