
თავისუფლების მოედანზე, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია შემთხვევაზე, როდესაც თეთრი ფერის ავტომანქანა 2 კურიერს დაეჯახა და ადგილიდან გაიქცა.
როგორც mtavari.tv -ის უწყების პრესსამსახურში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მათივე თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალებს- დაკავებულია თუ არა გაქცეული მძღოლი, ან იდენტიფიცირებულია თუ არა ის, უწყებაში არ აკონკრეტებენ.
შემთხვევა თავისუფლების მოედანზე გუშინ, 3 ივლისს მოხდა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.