ხვალ-ზეგ გაიხსნება ქოლ-ცენტრები ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ვაქცინაციის ერთადერთი საშუალება და "ხვალ-ზეგ"  150 დაწესებულება გაიხსნება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, გახსნის ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეებს დარეკავენ და დაჯავშნიან რიგს.

150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის თავიანთ ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი - ამბობს გაბუნია.

მიუხედავად იმისა, რომ ვებპორტალი ჩაირთო, მოქალაქეები ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი