ვაქცინაციის პორტალ, Booking.moh.gov.ge-ზე მოქალაქეებს აცრებზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ, თუმცა პორტალზე გარკვეული ხარვეზები კვლავ რჩება.
შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში მოქალაქეები ჯერ საიტზე ვერ შედიოდნენ, შემდგ კი ვერ რეგისტრირდებოდნენ.
როგოც გუშინ, 3 ივლისს, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, საიტზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. დღეს საიტი აღდგა, თუმცა მოქალაქეები აცრაზე კვლავ ვერ რეგისტრირდებოდნენ.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება კიბერშეტევის მუხლით დაიწყო.