ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოშია

გამოქვეყნდა:

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოშია. ტერორიზმის ბრალდებით უკრაინაში 2019 წელს დაკავებული ალ-ბარა შიშანის საქართველოში ექსტრადირება ცოტა ხნის წინ მოხდა.

ტოხოსაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტეროტირსტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებთან - თარხან ბათირაშვილთან, ახმედ ჩატაევთან და ისლან ატაბაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ის დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამარტლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, - განაცხადა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა, ირაკლი ჩიმაკიძემ.

ცეზარ ტოხოსაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. ის უკრაინაში, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წელს დააკავეს.

ალ-ბარა შიშანი 2015 წლიდან "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ირიცხება. არსებული ინფორმაციით, მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა აჰმედ ჩატაევთანაც.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი