იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, საქართველოს ავსტრიამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა "ასტრაზენეკას" 5 000 დოზა აჩუქა, რომელიც უკვე ქვეყანაშია.
"ავსტრიამ გვაჩუქა 5000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა. ვაქცინები რამდენი წუთის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მადლობა ჩვენს მეგობრებს", - წერს კულუმბეგოვი.