კრიმინალური გარჩევა „ჭაშნაგირში“ - კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს სცემეს, თუმცა საპატრულო პოლიციისთვის სამსახურეობრივი მოწმობების წარდგენის შემდეგ ადგილი უპრობლემოდ დატოვეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ისევ დიდ სკანდალშია - გომელაურის უწყების ნასვამმა მაღალჩინოსნებმა რესტორან ჭაშნაგირში კრიმინალური გარჩევა მოაწყვეს და რესტორნის სტუმრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მას შემდეგ რაც ჩხუბი დაასრულეს პოლიციის მაღლჩინოსნებმა არც ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების წინაშე დაიხიეს. მაღალჩინოსნებმა რიგით სამართალდამცველებს არ მისცეს მათ  დაკავების უფლება და სახლებში მშვიდად წავიდნენ. კანონდამრღვევი სამართალდამცველების საქმეს უკვე იძიებს გენერალური პროკურატურა.

რესტორანში მომხდართან დაკავშირებით

კრიმინალური პოლიციიის 4-მა თანამშრომელმა ორშაბათს მოქალაქეები სცემეს. ჩხუბს ადასტურებს რესტორნის ადმინისტრაცია, თუმცა, აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, ვინ იყვნენ აღნიშული პირები.

სამსახურეობრივი მოწმობები აჩვენეს რესტორანში მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და ამის შემდეგ დატოვეს ადგილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი