თურქეთის 2-მა მოქალაქემ 25 000 დოლარის სანაცვლოდ ყალბი აქციზური მარკები გაასაღა

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქ. თბილისში, 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი 86 373 ცალი ყალბი აქციზური მარკა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200(1)მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი