მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები ამ წუთებში "თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრას ცდილობენ.
"მთავარის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი შენობის ოფისში შეჭრას აივანზე აძრომით ცდილობენ. ადგილზე შეკრებილი მოძალადეები ამტვრევენ სხვადასხვა ნივთებს, ისვრიან კვერცხებს, ხევენ ლგბტ+ დროშას.
ადგილზე სულ რამდენიმე პოლიციელია, რომელიც მოძალადეების შეჩერებას ვერ ახერხებს.