
ცოტა ხნის წინ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტ თორნიკე მანდარიასა და ოპერატორ დათო ქორიძეს დაზიანებები მაშინ მიაყენეს, როცა ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
"ოფისიდან გამოვედით და მანქანაში ვსხდებოდით, როცა მრგვალ ბარღთან დაგვესხნენ თავს სიძულვილის ჯგუფები, იძალადეს ჩვენზე და ხელი შეგვიშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში. სავარაუდოდ, გატეხილი მაქვს ცხვირი და დაზიანებული მაქვს კბილები", - წერს თორნიკე მანდარია Facebook-ზე.
გარდა ამისა, ადგილზე არაერთხელ დაესხნენ თავს "მთავარი არხის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, მიაყენეს მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაზიანებულია ტექნიკა. დღის განმავლობაში ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სამუშაოს შესრულების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს "ფორმულას", "ტვ პირველის" "On.ge"-ს" "ნეტგაზეთის", "პალიტრას", "რუსთავი 2"-ს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებს.
ადგილზე დაძაბულობა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია.