ფიზიკური ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე | ნაცემი ჟურნალისტები გამოკითხვაზე გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტები, რომლებსაც დღეს თბილისის ქუჩებში რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, გამოკითხვაზე, პოლიციაში არიან გადაყვანილი. მათი ნაწილი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 

ცნობისთვის, დღის განმავლობაში არაერთხელ დაესხნენ თავს "მთავარი არხის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, მიაყენეს მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაზიანებულია ტექნიკა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სამუშაოს შესრულების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს "ფორმულას", "ტვ პირველის" "On.ge"-ს" "ნეტგაზეთის", "პალიტრას", "რუსთავი 2"-ს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტებს.

ავტორი: შოთიკო კიკნაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი