კლინიკაში ვიზიტი, დარეკვა, ელექტრონული პორტალი - როგორ შეიძლება ვაქცინაზე რეგისტრაცია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანია გახსნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის. მისი თქმით, ამ ეტაპზე აცრაზე რეგისტრაციის 3 გზა არსებობს: ელექტორნული პორტალით, დაწესებულების ცხელ ხაზით, ასევე პირდაპირი კლინიკაში ვიზიტით. 

გაბუნაის ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.

"მოქმედებს ორი ცხელი ხაზი, 15 22 რომელიც მეტად კლინიკურ შეკითხვებზეა ორიენტირებული და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სპეციალურ საჭიროებებს განიხილავს. მაგალითად, ხანდაზმული პირი, ან ქრონიკული დაავადების მქონე პირი, რომელიც არის სახლს მიჯაჭვული არ შეუძლია გადაადგილება და სჭირდება ბინაზე ვაქცინაციის მოთხოვნა - ასეთ შემთხვევაში 15 22 იღებს ამ მოთხოვნას და რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ ხდება ამცრელი ბრიგადის მობილიზება. 100-მდე ასეთი მოქალაქეა ამ დროსითვის აცრილი", - თქვა გაბუნიამ.

მისივე თქმით, გრძელდება სახელმწიფო უწყებების და სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლების აცრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი