გუშინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირიდან ერთს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

გუშინ, ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული 3 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

კერძოდ, 3-დღიანი პატიმრობა მიესაჯა პაატა გურჩიანს, რომელიც მრგვალ ბაღთან მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. 

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 8 საათზე პარლამენტთან მშვიდობიანი აქცია დაიგეგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი