"დელტა შტამი, ე.წ ინდური შტამის შემთხვევების რაოდენობა, ჯამურად არის 52 დადასტურებული, სულ მთელი პერიოდის განმავლობაში. 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა, საეჭვო შემთხვევაზე.
ჯერჯერობით რამე განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობა, ამ შემთხვევებში გამოკვეთილი არ არის, თუმცა იმის რისკი, რომ დელტა შტამი შესაძლოა მეტად გავრცელდეს და შეფასებული მაჩვენებლით ეს არის 10-20%-მდე, რა თქმა უნდა, არსებობს და ამდენად განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს".
თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.