პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

თბილისში პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. შემთხვევა 5 ივლისს მოხდა.

დაჭრილი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია. ის მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში აგრძელებს. ექიმის განცხადებით, ოპერაციების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 5 ივლისს,  სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა პოლონელ ტურისტს და მოკვლის მიზნით მას  სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.  

გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ გ.ხ.-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი