"მუშტი მოიქნია გიგი უგულავამ და მომარტყა თვალში, მე ხელი ვკარი" - ძიუდოისტი სასამართლოში მივიდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგი უგულავას "ნაცემი" ძიუდოისტი მივიდა. ბადრი გავაშელიშვილის ჩვენებას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს 

გავაშელიშვილის ინფორმაციით, 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მის მეგობარ დავით პარკაძესთან ერთად მივიდა და ერთ-ერთ კაფეში შესვლის შემდეგ დაინახა როგორ აყენებდნენ უგულავა და პარკაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთმანეთს, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა.

“2019 წლის 11 დეკემბერს მე და ჩემი მეგობარი დავით პარკაძე მივემგზავრებოდით უკრაინაში, დაახლოებით 23:00 საათზე მივედით აეროპორტში. მეორე სართულზე ველოდებოდით გაფრენას. რამდენიმე წუთი გვქონდა დრო და ჩემმა მეგობარმა მთხოვა კაფეში შევსულიყავით. შესვლისთანავე შემომესმა შეურაცხმყოფელი ხმაური, დავინახე, რომ გიგი უგულავა და დავით პარკაძე ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის შემდეგაც ჩავდექი შუაში, ვერ ვხვდებოდი რატომ აგინებდნენ ერთმანეთს. ამ დროს მუშტი მოიქნია გიგი უგულავამ და მომარტყა თვალში, მე ხელი ვკარი და მოგერიების მიზნით მოვიშორე თავიდან, ცალკე ჩემს მეგობარს ვაშველებდი, რამდენჯერმე ხელი მომიქნიეს და მომარტყეს, ვიჭიდავეთ და წავიქეცით, რა დროსაც მოვიდა პოლიცია და გამოგვიყვანეს”, - აღნიშნა ბადრი გავაშელიშვილმა.

გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი