სოლიდარობის აქციაზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა.
მისი თქმით, მაჩალიკაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებიან.
თუმცა, როგორც ადვოკატი აცხადებს, მაჩალიკაშვილი არათუ წესრიგს არღვევდა, სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა.
მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, უახლოეს საათებში ჩაინიშნება.