პროკურატურა 3 მოძალადის დაკავებას ითხოვს | ნაცემი ჟურნალისტების გამოკითხვა გრძელდება

გამოქვეყნდა:

დღეს პოლიციის მთავარ სამმართველოში მთელი დღის განმავლობაში იკითხებოდნენ ჩვენი ნაცემი კოლეგები. ასევე მიმიდნარეობს მოძალადეთა ამოცნობის პროცესი და დაზარალებულების ექსპერტიზა. 

ჟურნალისტებზე თავადსხმისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის დაკავებუილ სამი პირის მიმართ პროკურატურა კი უკვე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ბრალდებულები ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, გამოცემა „ტაბულასა“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, აიძულებდნენ შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა, არ გადაეღოთ და არ გაევრცელებინათ მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების ამსახველი მასალა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი