
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ლევან თევზაძის თქმით, მიმართვით, რომელიც 28 ივნისს მოსამამართლეებმა გაავრცელეს, საერთაშორისო პარტნიორებს მიანიშნეს, რომ ისინი "მხოლოდ ცალმხრივად არ უნდა დაეყრდნონ ჭორაობებს".
თევზაძის მტკიცებით, სასამართლო სისტემა "დაქცეული არ არის" და საერთაშორისო პარტნიორები არასწორ ინორმაციას იღებენ.
"საერთაშორისო პარტნიორებს მივანიშნეთ იმაზე, რომ მარტო ცალმხრივად არ უნდა დაეყრდნონ იმ ჭორაობაზე აგებულ გარემოებებს, რომელსაც მათ აწვდიან ჩვენი პატივცემული არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელევიზიის გარკვეული ნაწილი.
მიაქცევენ მათ ყურადღებას, რომ საერთო სასამართლო სისტემა არის დაქცეული, ეს ასე არ არის",-თქვა ლევან თევზაძემ.
28 ივნისს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც "ყველას" მოუწოდეს, რომ შეწყდეს ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა.