ბოლნისის ისევ ეპიდაფეთქების კერაა - კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ბოლნისი ისევ ეპიდაფეთქების კერაა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იქ კიდევ სამით გაიზარდა. ახალი შემთხვევებიდან ორი სოფელ მუშევანიდანაა, ერთი პაციენტი კი გეტადან. ისინი აქამდე გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტები არიან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორივე  სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სოფლები ჩაკეტილია და იქ გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა ზუგდიდშიც. ინფიცირებულები ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერია და ისინი მძღოლის ოჯახის წევრები  - და, სიძე და ბავშვი არიან.

გამოვლინდა, დადასტურდა სამი ახალი შემთხვევა, რომელიც ამ კლასტერის შემადგენლობაშია. ერთი არის არასრულწლოვანი და ორი  ახალგაზრდა ქალბატონი და მამაკაცი. ისინი გადაყვანილნი არიან რუხის ჰოსპიტალში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლასტერი ზოგადად, ფართოვდება. კონტაქტირებული პირების რაოდენობა იზრდება. ჩვენ ინდენტიფიცირებას ვახდენთ ამ პირების, - განაცხადა ზუგდიდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.

ქვეყანაში კი კორონავირუსი სულ 695 პირს აქვს დადასტურებული, მათგან 425 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი