ორთვიანი კარანტინის შემდეგ ჩაკეტილი მარნეული გაიხსნა

გამოქვეყნდა:

57 დღიანი კარანტინი მოხსნილია. დღეიდან ჩაკეტილი მარნეული გაიხსნა. თითქმის ორთვიანი კარანტინის შემდეგ მუნიციპალიტეტის  შესასვლელთან საკონტროლო ბლოკპოსტები და ჯებირები აიღეს. მკაცრი საკარანტინე შეზღუდვების შემდეგ ადგილობრივები გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.

მარნეულშიც, ისევე როგორც, მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეიდან როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში სამი ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვაც მოიხსნა, თუმცა არ გაუქმებულა 10-ზე მეტი პირის შეკრების აკრძალვა. მანქანით კი, 3 პირზე მეტის გადაადგილება ისევ აკრძალულია. ასევე, ძალაშია პირობაც, რომლის თანახმადაც მგზავრები მძღოლის უკანა სავარძელზე უნდა განთავსდნენ.

ძალაში რჩება საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათიც.

უახლოეს დღეებში დინამიკა ისე მიდის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც ასევე გავრცელდება შემსუბუქება საკარანტინე რეჟიმების, ისევე, როგორც თეთრწყაროში, რადგან ამ დღეების მანძილზე მოგეხსენებათ, არის გავრცელება მხოლოდ ბოლნისის ორ ცხელ წერტილში, ეს არის მუშევანი და გეტა და სადაც კონტროლირებადია გავრცელებაც და ბოლოს მონაცემებით 150 საკვლევი მასალიდან დღეს ყველაზე უარყოფითი პასუხის მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქაც უკან იხევს დაავადება და უახლოეს პერიოდში დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მუნიციპალიტეტებში ასევე თავისუფლად მიეცემათ საშუალება მოსახლეობას გადაადგილების, - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი