მასშტაბური სპეცოპერაცია გორში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, 5 პირი, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო, ცოტა ხნის წინ, საკუთარ სახლებში მოულოდნელად აიყვანეს.
ისინი, ამ წუთებში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მიიყვანეს და თბილისში გადაჰყავთ.
როგორც ამ დროისთვის გავარკვიეთ, დაკავებულებს შორის არიან: ალექსანდრე არჩვაძე, ლევან გათიაშვილი, შმაგი ლაღუნდარიძე, გიგა ცეცხლაძე, ზაქრო განჯელაშვილი.
"მთავარი არხის" კორესპონდენტი დამატებით დეტალებს ამ წუთებში არკვევს.