მასშტაბური სპეცოპერაცია გორში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, 5 პირი, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო, ცოტა ხნის წინ, საკუთარ სახლში მოულოდნელად აიყვანეს. ისინი ამ წუთებში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მიიყვანეს და ცოტახანში რუსთავში გადმოიყვანენ.
სპეცოპერაცია 5 სახლში რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან - ალექსანდრე არჩვაძე, ლევან გათიაშვილი, შმაგი ლაღუნდარიძე, გიგა ცეცხლაძე, ზაქრო განჯელაშვილი.
უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავება კანონდარღვევით მოხდა, რადგან სამართალდამცავებმა კარები შეამტვრიეს, სპეცოპერაციის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.
"5-ვე პიროვნებას ედავებიან ერთი და იგივე ფაქტს, ვითომდა ისინი არიან ქურდული ტრადიციების მატარებლები, რა თქმა უნდა, მე მქონდა მათთან შეხვედრა, მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვთ.
მოხდა ბინებში შეჭრა, დააზიანეს ყველას კარი, სადაც იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომელბიც დიდი სტრესის ქვეშ არიან", - თქვა ადვოკატმა.
შიდა ქართლის პოლიციასთან დაკავებულების ნათესავები და ოჯახის წევრები მივიდნენ. ისინი მედიასთან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებენ.