საქალაქო სასამართლო ამ წუთეში დასრულდა ჟურნალისტების წინაარმდეგ ძალადობის და დევნის ბრალდებით დაკავებულების სხდომა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და სამივე პირს პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება რადიკალური დაჯგუფების წევრებს, მუქარას, დევნას, ჯგუფურ ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავება.
პროკურორ თამარ იაკობიძის განმარტებით, პატიმრობა დასაბუთებულია მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით, ასევე მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხით.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
ცნობისთვის, პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა მიერ მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 3 პირს, ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს ბრალდება 6 ივლისს წარუდგინა.
მათ გამოძიება "მთავარი არხის" "რუსთავი 2"-ის "ტაბულას" და "ნიუპოსტის" ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, ძალადობით მუქარის ხელის შეშლას და ფიზიკური დაზიანებების მიყენებას ედავება.