მარნეული გაიხსნა - ეპიდ მდგომარეობის გამწვავების გამო, ბოლნისი ჩაკეტილ ზონად რჩება

გამოქვეყნდა:

თითქმის ორთვიანი კარანტინის შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მოწყობილი საკონტროლო ბლოკპოსტები და ჯებირები აიღეს. მკაცრი საკარანტინე შეზღუდვების შემდეგ ადგილობრივები გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ. 

ძალიან გვიხარია, რომ მარნეული გაიხსნა. თავი ტყვეობაში გვეგონა. რთული პერიოდი იმედია, უკან მოვიტოვეთ. რამდენ ხანს უნდა ვმსხდარიყავით სახლში? როგორც ამბობენ, ახლა ბოლნისსია რთული ვითარება. ღმერთის იმედით, ყველაფერი კარგად იქნება,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მარნეულისგან განსხვავებით ჩაკეტილ ზონად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტი. იქ ეპიდ მდგომარეობა ისევ გართულდა. არსებული ინფორმაციით, ბოლნისის მცხოვრებლები მარნეულში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ბოლნისელები არ მალავენ, რომ ბლოკ-საგუშაგოებზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგელები მათ მხოლოდ სიცხეს უზომავდნენ, რის შემდეგაც მარნეულში შესვლის შესაძლებლობას თავისუფლად აძლევდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი