ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული სამი ჩვილიდან ერთს, სპეციფიური PCR ტესტირებით კორონავირუსის ინდური შტამი დაუდასტურდა, ხოლო მეორეს ბრიტანული.
კლინიკის დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო პასუხები ცნობილი არაა.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, 3 ახალშობილი, მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება - ბავშვები კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არიან მოთავსებული.