ძალადობა "შემთხვევით" - ბრალდებულების თავის მართლება

გამოქვეყნდა:

თავის მართლება სასამართლო დარბაზში სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ. ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულები დღეს აღარ იყვნენ ისეთივე თამამები, როგორც პრემიერის წაქეზების შემდეგ რუსთაველის გამზირზე.

ჩვენებებიდან ირკვევა, რომ სასტიკი დანაშაული თითოეულმა მათგანმა შემთხვევით ჩაიდინა - ასეთია ბრალდებულების ვერსია 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა დღეს მოსამართლისთვის პროკურატურის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი იყო ვიდრე განსასჯელის სკამზე მყოფი პირების და გადაწყვეტილებაც შესაბამისი - დავით კურტანიძემ სამივე ბრალდებული ციხეში გაუშვა. 

ხვალ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე, მართლმსაჯულების წინაშე 2 მოძალადე - ილია ქებაზე და თემურ რახაული წარსდგებიან. სხდომა 11 საათზე ჩაინიშნა, პროკურატურა რადიკალებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ჯერ-ჯერობით საგამოძიებო მოქმედებები სირცხვილიას ოფისში შეჭრის ეპიზოდზე არ დაწყებულა. სამოქალაქო აქტივისტები ისევ ელოდებიან, როდის დაურეკავენ გამომძიებლები დაიბარებენ გამოკითხვაზე და დაათვალიერებენ დარბეულ შენობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ჯამში 16 პირი დააკავა. 

დაკავებული ჯერ არავინაა იმ პირებიდან, ვინც პარლამენტის შენობის წინ, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი