შსს-მ გორის საკრებულოს წევრი, კახა ბურჯანაძე დააკავა.
საქმე ეხება გორში, მსუბუქი ავტომობილის დაწვის ფაქტს, რაზეც ბურჯანაძე ჯერ გამოკითხეს, შემდეგ დააკავეს.
მას ცოტა ხანში გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ. "მთავარი" დამატებით დეტალებს ამ წუთებში არკვევს.
კახა ბურჯანაძე "ევროპული საქართველოს" წევრია.