
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაში 4 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება "მთავარი არხის" ოპერატორის დავით ახალაძის, ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტის მირანდა ბაღათურიასა და ოპერატორის ლევან ლაშქარავასთვის სამსახურებრივი საქმიანობის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენებას.
პროკურატურა 4-ვე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
"დღეის მდგომარეობით, 29 ჟურნალისტი გვყავს, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს და ასევე გამოსაკითხია ჟურნალისტთა გარკვეული რაოდენობა. ამ ეტაპზე ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ", - თქვა პროკურორმა თამარ იაკობიძემ პროცესის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, რომ 5 და 6 ივლისს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაპირისპირება არაერთხელ მოხდა. ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წევრები, რომლებიც საპატრიარქომ წაახალისა თავს ძირითადად მედიის წარმომადგენლებს ესხმოდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, სულ დაშავებულია 10-ზე მეტი მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათი ნაწილი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში არგძელებს მკურნალობას. პოლიციას ამ დორისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 12 პირი ჰყავს დაკავებული.
გარდა ამისა, 6 ივლისს კონტრაქციის 100 წევრი დააკავეს, მათგან 68 კი ხელწერილით გათავისუფლდა. დაკავებულებს შორის არინ ის პირებიც, რომლებიც 5 ივლისს "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ.