
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით 21 წლის მ.გ. დააკავა, ხოლო ამავე დანაშაულის ჩადენაში დააკვებულის არასრულწლოვანი ძმა - 2004 წელს დაბადებული ლ.გ. ამხილა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა - მ.გ.-მ და ლ.გ.-მ, მიმდინარე წლის 7 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.