ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. ეზუგბაიას თქმით, ექვსივე დადასტურებული შემთხვევა უკვე ცნობილი კლასტერებიდანაა. 

მარინა ეზუგბაიამ ყურადღება გაამახვილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე და აღნიშნა, რომ მათი რიცხვი ინფიცირებული პაციენტების რიცხვს საგრძნობლად აჭარბებს.

გუშინდელი მონაცემებით ჩვენ გვყავდა 695 დადასტურებული პაციენტი. გუშინ დაგვემატა ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა და არის ახლა 701 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 425, დაგვემატა 7 და არის 432. დღეისთვის კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 257 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის საკმაოდ სოლიდური რიცხვია, 187-ით ჭარბობს უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. 

ამ ექვსი ახალი შემთხვევიდან სამი არის ცნობილი ბოლნისის წყარო. მეორე სამი არის ზუგდიდის უკვე დადასტურებულთან კონტაქტის შემთხვევები. ყოველ შემთხვევაში, ახალი პაციენტი არ არის, რომლის წყაროც უცნობია. ჩვენს ცენტრში ამ ექვსი ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ერთი პაციენტი მოთავსდა და ჩვენ გვყავს 31 დადასტურებული შემთხვევა, - თქვა ეზუგბაიამ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი