გაზგასამართი სადგური, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოჯევანიშვილების საკუთრებაა

გამოქვეყნდა:

გორში მდებარე გაზგასამართი სადგური, რომელიც გუშინ ღამით აალდა, "ქართული ოცნებიდან" დემარშით წასულ და გახარიას გუნდში გადასულ გიორგი ხოჯევანიშვილსა და მის ძმას ეკუთვნის. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ შესაბამისი დასაბუთების გარეშე მომხდარის პოლიტიკურ სარჩულზე ვერ ისაუბრებენ:

"ზოგადად ჩვენ გუნდს არ ახასიათებს ზოგადად, დასაბუთების, ფაქტებისა და მყარი არგუმენტაციის გარეშე საუბარი. ამიტომ, ახლა იმის თქმა, რომ ეს რაღაც პოლიტიკური ნიშნითაა გაკეთებული არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი. ამიტომ, დაველოდოთ", - ამბობს გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური. 

შემთხვევა, შინდისის გზატკეცილზე მაშინ მოხდა, როცა თხევად აირს ავტოცისტერნაში ასხამდნენ. არსებობდა აფეთქების საფრთხეც რადგან ტერიტორიაზე რამდენიმე დიდი ტევადობის ავზია დამონტაჟებული. პოლიციამ ხალხს უსაფრთხოების მიზნით შემთხვევის ადგილი დაატოვებინა, სახანძრო სამაშველო ჯგუფებმა კი დროულად შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა.

დაშავებულები კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. მათ სხეულის დამწვრობა აღენიშნებათ, 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი თბილისში გადმოიყვანეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი