"სინოვაკის" პირველ დოზებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს, 9 ივლისს გაიხსნება "სინოვაკის" პირველ დოზაზე რეგისტრაცია. მისივე თქმით, დღეს ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში არაა.

"დღეს მიმდინარეობს აცრები ძირითადად "სინოფარმით" და ასევე დღეს გაიხსნება "სინოვაკის" პირველ დოზებზე აცრები და რამდენიმე დღეში დარწმუნებული ვარ, გაიხსნება "ასტრაზენეკათი" და კიდევ შემოვა თვის მეორე ნახევარში "ფაიზერი". 4 ვაქცინით იქნება აცრები ქვეყანაში ივლისის მეორე ნახევრიდან, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ადამიანებს ეძლევათ არჩევანი", - ამბობს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, "სინოფარმზე" რეგისტრაცია ქვეყანაში 3 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი მთელი დღის განმვალობაში გათიშული იყო და მხოლოდ მეორე დღეს ამუშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი