ბესიკ ივანაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებული  ბესიკ ივანაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ცოტა ხნის წინ იმერეთის სამხარეო პოლიციაში დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი იმყოფებოდა. უფლებადამცველმა საგამოძიებო ორგანო ისე დატოვა, რომ მედიასთან დეტალებზე არ უსაბრია. მიუხედავად ამისა, ადბოკატი ამბობს, რომ ბესიკ ივანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, დაკავებული გარკვეული ძალების მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს. 

ბრალდებულმა კატეგორიულად მითხრა, რომ ამ ეტაპზე ყოველგვარი ინფორმაციის გაცემისგან თავი შევიკავო. ბრალს არ აღაირებს, გითხარით, შესაბამისად, რაიმე სხვა ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ვარაუდობს, რომ მის ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება,- განცხადა ავთანდილ ბიცხრიკიძემ. 

ბესიკ ივანაშვილი 16 მაისს საჩხერეში სპეცოპერაციის დროს დააკავეს. პოლიციამ მის საცხოვრებელ სახლში ჩრეკა ჩაატარა, საიდანაც ამორებულია კომპიუტერი, რომელის შესაძლოა პროკურატურისთის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება აღმოჩნდეს. 

შსს-მ გამოძიება 141-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც 14 წელს მიუღწეველ მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისმობს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი