ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში- არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში- გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.

შემთხვევა, ღამით სოფელ კისისხევში  მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მყოფ 40 წლის ქალს შეეჯახა. სასწრაფო ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი