ჟურნალისტების ცემაში ბრალდებულების ადვოკატი ძალადობაში მედიას ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისს დაფიქსირებული ძალადობის ფაქტების განხილვა დღესაც გრძელდება.

განსასჯელის სკამზე ამ წუთებში რადიკალური დაჯგუფების ის წევრები სხედან, რომლებმაც თბილისი პრაიდის ოფისი დაარბიეს.

გამოძიება სამ პირს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას,  ასევე დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას ედავება .

პროკურატურა  ბრალდებული მოძალადეებისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს. 

ბრალდებულების ადვოკატმა კი ფსიქოლოგიურ ძალადობაში ჟურნალისტები დაადანაშაულა.

სასამართლო პროცესის პარალელურად ეზოში იკრიბებიან მოძალადე და ჰომოფობიური დაჯგუფებების ე.წ. ხელმძღვანელი პირები - გურამ ფალავანდიშვილი და ზურაბ მახარაძე. მობილიზებულია პოლიცია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი