ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ვარდუაშვილი ამტკიცებს, რომ " ქართული ოცნების" ლიდერები და რუსთავის პოლიციის მაღალჩინოსნები მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დახმარებასა და მმართველი გუნდის კანდიდატისთვის მხარდაჭერას სთხოვდნენ, რაც არ შეასრულა, შედეგად კი დააკავეს.
ოჯახის წევრების თქმით, "ზეწოლის განხორციელება დაიწყეს მას შემდეგ, რაც სთხოვეს არჩევნებში დახმარება და უარი მიიღეს, ამის შემდეგ კი მანქანაში მოსასმენი მოწყობილობა ჩაუყენეს".
ბრალდებული და ოჯახის წევრები კონკრეტული სახელების დასახელებისგან ამ დროისთვის თავს იკავებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მომავალში მათი ვინაობა ღიად დაასახელონ.
ამავე თემაზე: