
დამსახურებული პედაგოგი ზოია გრაფიშვილი 6 წელია სამართალს უშედეგოდ ეძებს . ის 2013 წელს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან როგორც თავად ამტკიცებს ხელმძღვანელებს არ მოწონდათ ის სტატუსები, რასაც ის სოციალურ ქსელში წერდა.
ზოია გრაფიშვილის განმარტებით პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მოსამართლე შოთა სირაძემ განიხილა და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რაც პედაგოგმა გაასაჩივრა და ახალი გარემოებების აღმოჩენის მოტივით საქმე ისევ გამოძიებაში დაბრუნდა.