"უკეთ, ვიდრე რიოში" - ოლიმპიურმა დელეგაციამ ოლიმპიური ფიცი დადო

გამოქვეყნდა:

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ოლიმპიური ფიცი დადო. ცერემონია ოლიმპიურ პარკში გაიმართა და მას მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე სულ 35 სპორტსმენი იასპარეზებს,

გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრები წარდგება სიმონ მაჩაბელის მიერ შექმნილი ეკიპირებით, რომელიც ქართულ მოტივზეა შექმნილი.

დევიზი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი იქნება- "უკეთ, ვიდრე რიოში".   

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა სულ 7 მედალი მოიპოვა, მათ შორის, 2 ოქრო, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადა 2021 ტოკიოში 23 ივლისს გაიხსნება. 

ამავე თემაზე:

ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს - ღარიბაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი