ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გიყურებთ რა თქვენ, ვრწმუნდები, რომ ჩვენ ვართ მართლაც ჩემპიონების ერი, ვართ პატარა ერი, მაგრამ გყვავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. ეს არის დიდი წყალობა ერთ მხრივ და მეორე მხრივ, მთელი ერი შემოგცქერით თქვენ. მჯერა, თქვენ გამოხვალთ ჩვენი დროშის ქვეშ, ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ვარ დარწმუნებული. მინდა, გისურვოთ ყველას გამარჯვება, წარმატებები და ბოლოს მინდა, გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს ერთ მილიონ ლარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი