მურუსიძეს ფარცხალაძის ბიზნეს-პარტნიორის ვალი აქვს | "კლანის" არსებობის მორიგი დადასტურება

გამოქვეყნდა:

სამართალი საქართველოში დიდი ხანია ვაჭრობის საგნად იქცა. რომლის ფასიც სულ უფრო უფასურდება. მიზეზი კი თავად სასამართლო ხელისუფლებაშია, რომელიც საკუთარ თავს კლანურ-მაფიოზური პრინციპებით მართავს და მმართველ პოლიტიკურ პარტიასთანაა გადაჯაჭვული, მათ შორის ვალდებულებებით.

აღმოჩნდა, რომ ლევან მურუსიძეს, სააპელაციოს თავმჯდომარეს პირდაპირი მნიშვნელობით მართებს ოთარ ფარცხალაძის ბიზნეს-პარტნიორის. რაც ოდიოზური ყოფილი პროკურორის და მოსამართლეთა კლანის ლიდერის პირდაპირ კავშირზე მიუთითებს.

ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლისა და საეჭვოდ შეძენილი ავტომობილის  შემდეგ, გავლენიანი მოსამართლის ირგვლივ, ახალი კიდევ უფრო საეჭვო გარემოებები ჩნდება. ლევან მურუსიძე, რომელსაც ყველა სასამართლო "კლანის" ერთ-ერთ მეთაურად და ხელისუფლების სურვილების შემსრულებლად იცნობს, სესხს, 50 000 დოლარს ფიზიკური პირისგან, უპროცენტოდ იღებს.

ირაკლი კერვალიშვილი, რომელმაც ბავშვობის მეგობარს, ლევან მურუსიძეს 50 000 დოლარი, უპროცენტოდ ასესხა "ქართულ ოცნებასთან" დაახლოვებული ბიზნესმენია. ის ფოთის პორტის ტერმინალის მფლობელი და ოთარ ფარცხალაძის უახლოესი მეგობარიცაა. ყოფილი  გენერალური პროკურორი და ირაკლი კერვალიშვილი წლების წინ  ბიზნეს პარტნიორებიც იყვნენ. ლევან მურუსიძისა და ოთარ ფარცხალაძის საერთო მეგობარი, გულუხვი მხოლოდ ახლობლებისთვის არ არის. სესხი ბავშვობის მეგობარს და ფული საჩუქრად ხელისუფლებას - ირაკლი კერვალიშვილი "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველია, მან გასული სამი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პარტიას 180 000 ლარი შესწირა.

ჟანა აკოფაშვილის სიუჟეტი - "მურუსიძის უპროცენტო ვალი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი