
"თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევაში ბრალდებული გიორგი ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ძალადობრივ აქციაში მისი მონაწილეობა კონკრეტული ჯგუფების მიმართ მის უარყოფით დამოკიდებულებას არ უკავშირდებოდა.
ბრალდებულის თქმით, ძალადობრივ აქციაზე მისი ყოფნა განაპირობა იმან, რომ სურდა LGBTQ თემის მიმართ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.
"უბრალოდ ჩემი პოზიცია მინდოდა დამეფიქსირებინა "ელგებედე" ხალხის მიმართ. მე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია მაგათ მიმართ, უბრალოდ დროშამ გამოიწვია აღელვების ის და ეგ იყო ჩემი დანაშაული. მეტი მე არაფერი ჩამიდენია. აივანზე რომ ავედი, ინერციით, კადრებშიც ჩანს, დავეჯახე "სტეკლოს" და ხელი გადამეჭრა. შევედით, "კუხნა" იყო, ხელი გადავიბანე და ვცდილობდით კარებიდან გამოსვლას. იქიდან რომ ვერ გამოვედით, ისევ აივნიდან მოგვიხდა ჩამოსვლა. ეგ არის.
არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ზედმეტი არავისთვის არ მიქნია, გარდა იმისა, რომ დროშა ჩამოვაგდეთ "ელგებედესი" და ქართული დროშა ავაფრიალეთ. რაც ზარალი მივაყენეთ, ვთვლი, რომ უნდა ავანაზღაუროთ. მე არ ვთვლი კარგ საქციელად სხვის იმაში დაუკითხავად შეჭრას. თუ ეგ დანაშაულია, ავანაზღაურებთ მაგ იმას, რა ვიცი. გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ", - ამბობს ელიზბარაშვილი.