თავდასხმა ჟურნალისტებზე | ოთხ მოძალადეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

რადიკალური დაჯგუფების ოთხ წევრს, გიორგი ნასყიდაშვილს, თედო ბურდულს, რომეო კეკუტიასა და გიორგი კახიანს, რომლებმაც 5 ივლისს, დედაქალაქში თარეშის დროს ჟურნალისტებზე იძალადეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ბრალდებულებმა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტზე, რატი წვერავაზე, "ფორმულას" ფოტოგრაფზე, ვახო ქარელსა და რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტზე, თორნიკე მანდარიაზე იძალადეს. 

შემდეგი სასამართლო პროცესი 2 სეექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. 

იხილეთ ასევე: 

ფოტო: ფორმულა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი